ფასდაკლება!

შამპუნი ბიოქსინი ცხიმიანი თმისთვის 300მლ

20.00 

კატეგორია:

აღწერა

შამპუნი ბიოქსინი არის მცენარეული შემადგენლობის, სპეციალურად შექმნილი ფორმულა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ, თმის ჯანმრთელობისა და ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნებისთვის, ასევე თმის ზრდის პროცესისა და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად. დადებითად მოქმედება მამაკაცებში თმის ცვენის(ანდროგენეტიკური ალოპეცია) მკურნალობის დროს
შემადგენლობა:
◾️განსაკუთრებული ინგრედიენტი – ბიოკომპლექსი B11 ბიოქსინი შამპუნს უზრუნველყოფს თმის ცვენის საწინააღმდეგო და ნაზი გამწმენდის ეფექტით, რომელიც ასევე ეფექტურად მოქმედებს თმის სისქისა და სიძლიერის გაუმჯობესების პროცესზე.
◾️ვიტამინები: A,B1,B2, B5 და B9 ხელს უწყობს თმის ზრდას, გაძლიერებას და ზრდის ბზინვარებას. ვიტამინი B6 აუცილებელია თმისა და თავის კანის სიჯანსაღისთვის. ის ხელს უწყობს მინერალების აბსორბციას
◾️მინერალები: თუთია, რკინა, სპილენძი, კალციუმი – თმის ფოლიკულების კვების გზით აუმჯობესებენ თმის სტრუქტურას და მის ხარისხს. მაგნიუმი და კალიუმი მოქმედებს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
◾️ფლავონოიდები: აპიგენინი, კემფეროლი, მირიცეტინი- უზრუნველყოფენ ჯანმრთელი თმის ზრდას
◾️შამპუნი ბიოქსინი (Bioxsine) მცენარეულია და არ აქვს არანაირი გვერდითი მოვლენები.არ შეიცავს საღებავებს.
გამოყენების წესი:
წაისვით შამპუნი სველ თმაზე, თითის ბალიშებით განახორციელეთ მსუბუქი მასაჟი თავის კანზე დაახლოებით 1,5-2 წთ-ის მანძილზე და ჩამოიბანეთ კარგად. შესაძლებელია ყოველდღიური გამოყენება. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სასურველია შამპუნის რეგულარული და ხანგრძლივი გამოყენება.
წარმოებულია გერმანიაში.