სოუ პალმეტო 1000მგ

70.00 

კატეგორია:

აღწერა

Saw palmetto (ჯუჯა პალმა), ასევე ცნობილი როგორც Serenoa Repens, სამხრეთ ამერიკაში იზრდება. Saw Palmetto– ს ექსტრაქტს ინდოელები ტრადიციულად იყენებდნენ, როგორც შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემის დაავადებების და იმპოტენციის სამკურნალოდ.Saw palmetto (ჯუჯა პალმა) დღესაც ფართოდ გამოიყენება მედიცინაში.
Saw palmetto-ს აქვს ფინასტერიდის მსგავსი მოქმედება, მისი ექსტრაქტი აფერხებს ფერმენტ 5-ალფა რედუქტაზას წარმოქმნას, რომელიც პასუხისმგებელია ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად (DHT) გარდაქმნაზე, რის შედეგადაც იბლოკება დიჰიდროტესტოსტერონის შემდგომი სინთეზი ტესტოსტერონისგან. დიჰიდროტესტოსტერონი არის ტესტოსტერონის ბიოაქტიური ფორმა. როგორც ცნობილია, DHT არის ანდროგენული ალოპეციის მიზეზი მამაკაცებში. DHT აზიანებს თმის ფოლიკულებს, იწვევს თმის ცვენას და თმის ზრდის შენელებას, ხოლო შესაბამისი თერაპიის არარსებობის შემთხვევაში დგება შეუქცევადი სიმელოტე.
Saw palmetto შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. უმეტესობა DHT ბლოკატორებში შედის Saw palmetto-ს ექსტრაქტი, რაც ამტკიცებს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას თმის ცვენის და სიმელოტის მკურნალობაში.
რეკომენდებულია Saw palmetto-ს მოხმარება მინოქსიდილთან ერთად კომბინაციაში თმის ცვენის უფრო სწრაფი და ეფექტური მკურნალობისთვის.
Saw palmetto 100% მცენარეული წარმოშობის პრეპარატია, არის უსაფრთხო და არ ახასიათებს გამოხატული გვერდითი ეფექტები.
გამოიყენება 2 კაფსულა დღეში ერთხელ საკვების მიღების დროს.