აღწერა
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი N140 ტაბლეტი
საერთაშორისო დასახელება: B- კომპლექსი
მწარმოებელი: ამერიკის შეერთებული შტატები, Nature Made.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საკვები დანამატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი პერორალური, ფლაკონში 60 ტაბლეტი
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
ვიტამინი B1 (თიამინი)………….. 10 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) .. 10 მგ
ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი) ……. 25 მგ
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) 5.5 მგ
ვიტამინი B6 (პიროქსიდინი HCI) 2 მგ
ვიტამინი B7 (ბიოტინი)………….. 30 მკგ
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 400 მკგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 12 მკგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 150 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თმის სიჯანსაღისა და ზრდის სტიმულირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია В ჯგუფის ვიტამინები, რომელთა ნაკლებობა შეიძლება გახდეს თმის ცვენის, ბოლოების გაყოფის, გათხელების, ბზინვარების დაკარგვის და თმის სხვა პრობლემების მიზეზი.
B ჯგუფის ვიტამინები : ააქტიურებენ თმის ფოლიკულებში ნივთიერებათა ცვლის პროცეს, უზრუნველყოფენ თმის ძირებისთვის მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას, ხელს უწყობენ უჯრედების ინტენსიურ დაყოფას და შემაერთებელი ქსოვილის ელემენტების წარმოქმნას (კოლაგენი, ელასტინი და ა.შ) სწორედ უჯრედების აქტიური დაყოფა და თმის ბოჭკოს უჯრედებში ნივთიერებათა ცვლის პროცესის მაღალი სიჩქარე, აგრეთვე თმის ბოლქვებში სისხლის ნაკადისა და ჟანგბადის სრულყოფილი მიწოდება უზრუნველყოფს თმის სწრაფ განახლების და განვითარების პროცესს.
გამოყენების წესი:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ საკვებთან ერთად 150-200 მლ სითხის დაყოლებით. რეკომენდირებული კურსია 2-3 თვე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს, ჩვეულებრივ, კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება და გარდამავალი ხასიათისაა.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; • II და III ხარისხის ჰიპერტენზია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
თერაპიული დოზებით შესაძლებელია პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენება. in utero პირიდოქსინის მაღალი დოზების ზემოქმედებამ ახალშობილში შეიძლება პირიდოქსინული დამოკიდებულების სინდრომი გამოიწვიოს. ვიტამინი B6 გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.