აღწერა
თუთიის გლუკონატი 50მგ N100
საერთაშორისო დასახელება: თუთია 50მგ N100
მწარმოებელი: ამერიკის შეერთებული შტატები, Nature Made.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საკვები დანამატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი პერორალური, ფლაკონში 100 ტაბლეტი
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
თუთიის გლუკონატი ………….. 50მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
თუთია მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესში და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის. თუთია აუცილებელია ორგანიზმში უჯრედების ზრდისა და განვითარებისთვის. ამიტომ ის აუცილებელია ფეხმძიმობის და ლაქტაციის დროს. ასევე თუთია აუცილებელია ბავშვებში და მოზარდებში როცა ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედების ზრდა. ასევე ის მონაწილეობს უჯრეიდის გაყოფაში და დნმ სინთეზში. თუთია ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცბას და შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას. თუთია აუცილებელა იმუნური სისტემის ყველა რგოლის გამართული მუშაობისთვის.
თუთია მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, რაც აუცილებელია მამაკაცის ჯანმრთელობისთვის. ამ ჰორმონზეა დამოკიდებული მისი ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება. თუთია ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მოძრაობას და სიცოცხლისუნარიანობას, ამიტომ მისი როლი საკმაოდ დიდია მამაკაცის რეპროდუქციულობაში.
თუთია არის აუცილებელი მიკროელემენტი კანის და თმების ჯანმრთელობისთვის. ეს მიკრო ელემენტი ხელს უწობს თმების ჯანსაღ ზრდას. თუთია ასევე აძლიერებს თმის და წვერის პიგმენტაციას, მისი მიღებისას უმჯობესდება თმის და წვერის ფერი და ძლიერდება თმის ბზინვარება.
ჩვენებები:
თმის ცვენა – დიფუზური ან კეროვანი ალოპეცია;
აკნოზური გამონაყარი, ფურუნკულოზი, ეგზემა, ფსორეაზიი;
ფრჩხილების დისტროფია ,ლეიკონიქია;
ჭრილობის შეხორცების დაჩქარება;
შაქრიანი დიაბეტი ლ და ლლ ტიპი;
გაციება, მორეციდივე ვირუსული ინფექციები;
უშვილობა მამაკაცებში;
დიარეა;
იმუნური სისტემის დაქვეითება;
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1 აბი დღეში, საკვების მიღების დროს დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. თმის ცვენისას კურსის ხანგრძლივობაა 3-4 თვე.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს, ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.