აღწერა
თმის მოვლის სფეროში ბოტანიკურ ექსტრაქტებსა და ეთერზეთებს შორის, როზმარინის ზეთი გამოირჩევა, როგორც ძლიერი ინგრედიენტი. ის ცნობილია თავისი მრავალმხრივი გამოყენებით. თმის ზრდის ხელშეწყობიდან დაწყებული სკალპის ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე.
როზმარინის ზეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სარგებელი არის თმის ზრდის სტიმულირების უნარი და თმის ცვენის თავიდან აცილება. როზმარინის ზეთი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას სკალპში, აწვდის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს თმის ფოლიკულებს. გაზრდილი სისხლის ნაკადი აცოცხლებს მიძინებულ ფოლიკულებს, ხელს უწყობს უფრო ძლიერი, ჯანსაღი თმის ღეროების ზრდას. გარდა ამისა, როზმარინის ზეთი აფერხებს დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) გამომუშავებას. ეს არის ჰორმონი, რომელიც დაკავშირებულია თმის ცვენასთან. ეს ფაქტორი აძლიერებს ფოლიკულებს და ამცირებს თმის ცვენის რისკს.
როზმარინის ზეთს გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს სკალპის გაწმენდას. ის აშორებს ჭარბ ცხიმს, ჭუჭყს და მინარევებს, რომლებსაც შეუძლიათ ფორების დაკეტვა და თმის ზრდის შეფერხება. როზმარინის ზეთის ანტიმიკრობული მოქმედება ებრძვის სოკოვან ინფექციებსა და ქერტლს. ამშვიდებს ქავილსა და აცოცხლებს თმის სკალპის უჯრედებს. როზმარინის ზეთის რეგულარულმა გამოყენებამ შესაძლოა აღადგინოს სკალპის ჯანმრთელობა, რის შედეგადაც მივიღებთ გაძლიერებულ და გაჯანსაღებულ სკალპს.
როზმარინის ზეთი, მიღებული Rosmarinus officinalis მცენარის სურნელოვანი ფოთლებისგან, ცნობილია თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. როზმარინის ზეთი მიიღება ორთქლის საშუალებით. რის გამოც ის ინარჩუნებს ნატურალურ საკვებ ნივთიერებებსა და არომატულ ნაერთებს.
როგორ გამოვიყენოთ როზმარინის ზეთი თმის მოვლისას:
როზმარინის ზეთის გამოყენება მრავალმხრივია. აქ მოცემულია რამდენიმე ეფექტური მეთოდი:
როზმარინის 100%-იან კონცენტრირებული ზეთის პირდაპირი გამოყენება თმაზე არ შეიძლება ის უნდა განზავდეს, რის გამოც შეურიოთ როზმარინის ზეთი ჟოჟობას, ქოქოსის, ან აბუსალათინის ზეთს კომბინაციით 10 წვეთი 10 მლ ზეთზე.
მიღებული ნარევი შეიზილეთ რამდენიმე წვეთი პირდაპირ სკალპზე. აქცენტი გააკეთეთ გაცვენილ, დაზინებულ და გამომშრალ ადგილებზე. გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.
ასევე შეგიძლიათ რამდენიმე წვეთი როზმარინის ზეთი დაუმატეთ თქვენს საყვარელ შამპუნს ან კონდიციონერს. კარგად აურიეთ ყოველი გამოყენების წინ, რათა უზრუნველყოთ თანაბარი განაწილება. შედეგად თქვენ მიიღებთ როგორც გასუფთავებულ, ასევე დატენიანებულ თმას.
სიფრთხილის ზომები:
მიუხედავად იმისა, რომ როზმარინის ზეთი უსაფრთხოა ადგილობრივი გამოყენებისთვის, აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ მისი გამოყენებისას. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აქვს მგრძნობიარე კანი ან ალერგია. როზმარინის ზეთის სკალპზე ან თმაზე წასმამდე ყოველთვის ჩაატარეთ ტესტი, რათა შეაფასოთ გაქვთ თუ არა როზმარინის ზეთზე რაიმე გვერდითი რეაქცია. გარდა ამისა, ორსულმა ქალებმა და გარკვეული სამედიცინო პირობების მქონე პირებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან როზმარინის ზეთის გამოყენებამდე.