მინოქსიდილი 2% ქალბატონებისთვის 2 ფლაკონი

60.00 

აღწერა

საერთაშორისო დასახელება: მინოქსიდილის ხსნარი 2% 60მლ
მწარმოებელი: საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: მინოქსიდილი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გამელოტების სამკურნალო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი ადგილობრივი გამოყენებისათვის 2%, ფლაკონში 60 მლ
1 მლ
მინოქსიდილი ………….. 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ალკოჰოლი 96%, პანთენოლი, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქალბატონებიც არ არიან დაცული თმის ცვენისგან. ამ დაავადებასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური მეთოდია პრეპარატი მინოქსიდილის გამოყენება. მისი ეფექტურობა დადასტურებულია მრავალი კლინიკური კვლევით და გამოყენების პრაქტიკული გამოცდილებით. თმის ფოლიკულების სტიმულირებისა და მათი განვითარების უნარის გამო, მინოქსიდილი ქალებისათვის ისევე ეფექტურია, როგორც ძლიერი სქესისთვის.

მინოქსიდილი პერიფერიული ვაზოდილატატორია, რაც ნიშნავს, რომ მინოქსიდილი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და სისხლძარღვებს გაფართოებას, რითაც დასუსტებულ თმის ფოლიკულებს მიეწოდება უფრო მეტი ჟანგბადით და საკვები ელემენტებით მდიდარი სისხლი რის შედეგდაც თმის ფოლიკული გადადის ზრდის ფაზაში რაც განაპირობებს თმის ცვენის შეჩერებას, ახალი თმის ზრდას და გახშირებას გაცვენილ ადგილებში. მინოქსიდილი აჩერებს და კურნავს თმის ცვენას, აღადგენს თმის სიმკვრივეს და ხელს უწყობს ჯანსაღი, ძლიერი და ლამაზი თმის ზრდას.
ხშირ შემთხვევაში გამელოტება და თმის ცვენა მიმდინარეობს ნელა, წლების მანძილზე. თმის ხელახალი ზრდა და განახლება ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პრეპარატი შედეგს იძლევა
დაახლოებით 2-3 თვეში, საწისი კურსია 6 თვე.

მინოქსიდილი ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის(FDA) მიერ აღიარებულია ერთადერთი ეფექტური საშუალება თმის ცვენის სამკურნალოდ. მინოქსიდილის გამოყენება უსაფრთხოა.

ჩვენებები:

• ანდროგენული ალოპეცია
• პოსტ-კოვიდური თმის ცვენა.
• ძლიერი სტრესის მიერ გამოწვეული თმის ცვენა.
• პოსტ-ოპერაციული თმის ცვენა.
• თმის სტრუქტურის დაზიანება აგრესიული კოსმეტიკური საშუალებებით, საღებავებით, დაბალი ხარისხის მოვლის საშუალებებით. • თმის ზრდის შეფერხება, მათი ზოგადი შესუსტება არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.

მიღების წესი და დოზირება:
სასურველია უფრო სწრაფი და ძლერი ეფექტისთვის, გამოყენებამდე მეზოროლერით კარგად დაიმასაჟოთ კანი.
აუცილებელია რეკომენდებული დოზის ზუსტი დაცვა. მკურნალობისას პრეპარატის მაქსიმალური რაოდენობაა 2 მლ დღეში – 1 მლ დილით და 1 მლ საღამოს. პრეპარატის უფრო ხშირი გამოყენება არ იწვევს თმის გაძლიერებულ ზრდას, არამედ მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე.

მიღების წესი:
– მინოქსიდილის ხსნარის 1 მლ გამოიყენება დღეში 2-ჯერ, პრეპარატი გამოიყენება მშრალ თავზე და კანზე. საწვეთურით ამოიღეთ 1 მლ ხსნარი და დაიწვეთეთ გაცვენილ ადგილებში და ასევე სადაც გცვივათ თმები, თითების დახმარებით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში მსუბუქი მასაჟის გამოყენებით, 10- 15 წუთში მთლიანად შეიწოვს კანი. ჩამობანა არ შეიძლება. არა აქვს სპეციფიური სუნი და კვალს არ ტოვებს თმაზე.

სპრეის ფორმით გამოყენების შემთხვევაში, 1მლ არის 7შესხურება. შეისხურეთ 7-7 ჯერ დღეში ორჯერ. პრეპარატი დაიტანეთ არა თმაზე არამედ უშუალოდ თმის ძირებში და შესხურების შემდეგ კარგად შეიზილეთ კანში თითების გამოყენებით.

სიფრთხილის ზომები:
– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენებიდან 2 სთ-ის განმავლობაში თავის დაბანა, თმის საშრობის გამოყენება, და 20-30 წუთის განმავლობაში გარეთ გასვლა.
– მოერიდეთ ხსნარის მოხვედრა ლორწოვან გარსზე.

გვერდითი მოვლენები:
მინოქსიდილის გამოყენება უსაფრთხოა და გვერდითი ეფექტები იშვიათია.
აქტიური ინგრედიენტზე ალერგიის შემთხვევაში სასურველია შეწყვიტოთ მისი გამოყენება, მედიკამენტმა შეიძლება იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს სიმშრალე ან ქავილი იმ ადგილებში, სადაც ხდება მისი გამოყენება.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
* ლაქტაციის პერიოდი.
* 18 წლამდე ასაკი.
* დაუშვებელია მკურნალობის დაწყება თუ პაციენტს აღენიშნება ან აღენიშნებოდა გულის, ღვიძლის, თირკმლის/შარდ გამომყოფი სისტემის, სისხლის (კოაგულაციური), კანის ქრონიკული დაავადებები;
* სკალპის დამწვრობა.

შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.