აღწერა
ბიოტინი 10000 მკგ N60
საერთაშორისო დასახელება: ბიოტინი 10000მკგ N60 ტაბლეტი
მწარმოებელი: ამერიკის შეერთებული შტატები, Natrol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საკვები დანამატი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასაღეჭი ტაბლეტი პერორალური, ფლაკონში 60 ტაბლეტი
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
ბიოტინი (ვიტამინი B7) …….. 10000მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბიოტინი წარმოადგენს წყალში ხსნად B ჯგუფის ვიტამინს, კერძოდ B7 ვიტამინს. მას „H“ და „სილამაზის ვიტამინსაც“ უწოდებენ, სწორედ ამიტომ ბიოტინი მსოფლიოში B ჯგუფის ვიტამინებიდან ყველაზე მაღალ გაყიდვადი პროდუქტია. ბიოტინის სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მიღება საკვები დანამატის სახით.
ბიოტინი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულის განვითარებისათვის. ის განაპირობებს ბუნებრივი რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობას თმის ძირებში. ამ ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში აუტოიმუნური დარღვევების და სებორეას განვითარების ერთ-ერთი მიზეზია. ბიოტინის ნაკლებობისას ზიანდება თმის ღერის სტრუქტურა, იგი ხდება მყიფე, მტვრევადი, რაც იწვევს თმის ცვენას; წარმოიქმნება ქერტლი, აღინიშნება ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე.
ბიოტინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში. იგი ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის სინთეზს, შესაბამისად გავლენას ახდენს კანის და თმის ცხიმიანობის დაბალანსება-დარეგულირებაზე. კვლევების შედეგად დამტკიცებულია, ბიოტინის გამოყენება კანის კანდიდოზების დროს. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს კანის კვებას, დატენიანებას, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და უკვე ფორმირებულის შემდგომ განვითარებას.
ბიოტინი აღადგენს და აძლიერებს ფრჩხილის სტრუქტურას, უბრუნებს მას ბუნებრივ შეფერილობას და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.
ჩვენება:
– სებორეული დერმატიტით გამოწვეული ალოპეცია
– სხვა და სხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა: მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ქიმიოთერაპიის და ორსულობის შემდგომი,
– უცნობი ეტიოლოგიის ქერტლი
– ფრჩხილების სტრუქტურის დარღვევა (მტვრევადობა, აშრევება, ზრდის დარღვევა)
– კანის სტრუქტურის დარღვევა, მომატებული ცხიმიანობა ან სიმშრალე, ნაოჭები, აკნე
– კანის კანდიდოზი
– ჰიპერგლიკემია
– დიაბეტური ნეიროპათია
გამოყენების წესი:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ საკვების მიღების დროს წყლის დაყოლების გარეშე. რეკომენდირებული კურსია 4 თვე.
არ გამოიყენოთ თუ ბოთლის მთლიანობა დარღვეულია. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატს, ჩვეულებრივ კარგი ამტანობა ახასიათებს. გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ ხართ ფეხმძიმედ ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.