როგორ მოქმედებს მინოქსიდილი?
მინოქსიდილი პერიფერიული ვაზოდილატატორია, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თმის ბოლქვებში, თმის ფოლიკულები მარაგდება საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით გამდიდრებული სისხლით, რის შედეგადაც თმა გადადის მიძინებული ფაზიდან ზრდის ფააში რაც განაპირობებს თმის ფოლიკული განვითარებას და ახალი თმის ზრდას -გახშირებას.
რა არის მამაკაცებში თმის ცვენის ძირითადი მიზეზები?
კაცებში თმის ცვენის ძირითადი მიზეზი მამაკაცური ჰორმონის მომატებაა. ე.წ. ანდროგენული ცვენა ტესტოსტერონის დონის მატებას გულისხმობს, რაც თმის ფოლიკულების დაზიანებას იწვევს.თმა შუბლისა და თხემის მიდამოში ამ ჰორმონის მიმართ მგრძონიბიარეა. სწორედ ეს იწვევს ცვენას. დამტკიცებულია რომ ამ ტიპის გამელოტება მხოლოდ გენეტიკურად წინასწარ განწყობილ მამაკაცებს ემუქრებათ.
თანამედროვე დერმატოლოგიაში, თმის ცვენის პრობლემებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამის მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი დაბინძურებულ ეკოლოგიურ გარემოს მიიჩნევს, ზოგი ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას (შესაბამისად, ანემიების მატებას, რკინის და ფერიტინის ნაკლებობას), ხოლო ზოგიერთის აზრით, ამის მიზეზი ენდოკრინული პათოლოგიების მატება და ამასთანავე, სტრეული სიტუაციების ზრდა (რაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რისკ ფაქტორად რჩება).
რა დროში მიიღწევა შედეგი მინოქსიდილით მკურნალობისას?
პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ რომ შედეგი ინდივიდუალურია ასევე შედეგი დამოკიდებულია სიმელოტის ხარისხზე და თმის ცვენის გამომწვევ მიზეზებზე.
კვლევებმა აჩვენა რომ მინოქსიდილი დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას. მაგრამ პირველ ხილულ შედეგს უნდა ელოდოთ დასხლოებით 2-4 თვემდე. ეს იმიტომ ხდება, რომ დაახლოებით ეს დრო სჭირდება თქვენი თმის ფოლიკულების თმის ზრდის ანაგენის ფაზაში დაბრუნებას. საწყისი მკურნალობის კურსი შეადგენს 6 თვეს.
ამასობაში, მნიშვნელოვანია იქონიოთ მოთმინება და გააგრძელოთ მინოქსიდილის გამოყენება მაშინაც კი, თუ თმაზე ცვლილებები არ შეამჩნიეთ.
რა გვერდითი ეფექტები და უკუჩვენებები შეიძლება ქონდეს მინოქსიდილს?
მინოქსიდილი პერიფერიული ვაზოდილატატორია, აფართოებს სისხლძარღვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას თმის ბოლქვებში, რის გამოც შეიძლება გამოიწვიოს გულის აჩქარება, ამიტომაც არაა რეკომენდირებული გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფებისთვის.
მინოქსიდილი არაა ჰორმონალური პრეპარატი და არ მოქმედებს ტესტოსტერონის დონეზე.
ზოგადად მინოქსიდილის მიმართ ალერგიულია მამაკაცების 1-2% რაც ხასიათდება კანის გაღიზიანებით-გაწითლებით. ასევე მომხმარებლების 2-3% ალერგიულია მინოქსიდილის გამხსნელის პროპილენგლიკოლის მიმართ, ამ შემთხვევაში ინიშნება მინოქსიდილის ქაფი რომელიც არ შეიცავს ამ ნივთიერებას.
იშვიათ შემთხვევებში როცა მომხმარებელი არ იცავს დოზირებას და რეკომენდირებულზე დიდი დოზით იყენებს მინოქსიდილის, მატულობს გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე.
რამდენ ხანს შეადგენს მინოქსიდილით მკურნალობის კურსი?
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია სიმელოტის ხარსიხზე, ძლიერი სიმელოტის შემთხვევაში თმის აღდგენას შეიძლება მინუმუმ 8-10 თვიანი მკურნალობის კურსი დაჭირდეს. სიმელოტის საწყის ეტაპზე მინოქსიდილით მკურნალობა უფრო ეფექტურია და შედეგი უკვე 2-3 თვეში შეიმჩნევა, და საწყისი მკურნალობის კურსი შეადგენს 6 თვეს. მკურნალობის პერიოდში მინოქსიდილი უნდა გამოვიყენოთ დღეში ორჯერ 1-1 მლ.
მიღებული შედეგი რომ შევინარჩუნოთ, მკურნალობის კურსის დამთავრებისას აუცულებელია განვაგრძოთ მინოქსიდილის გამოყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მხოლოდ დღეში ერთხელ 40-45 წლამდე, ამ ასაკის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლებს დეჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნა და შესაბამისად მცირდება მისი ნეგატიური ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.
რატომ ხდება თმის ცვენა ?
თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ანდროგენული ალოპეცია, რომელიც მამაკაცებში თმის ცვენის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. ანდროგენული ალოპეცია არის სიმელოტის ტიპი, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც თმის ფოლიკულები ჰიპერმგრძნობიარეა მამრობითი სქესის ჰორმონის მიმართ (ტესტოსტერონის აქტიური ფორმა).
ეს მგრძნობელობა გადაეცემა გენეტიკურ დონეზე. ამ მიზეზით, ეს სიმელოტე ითვლება გენეტიკურ ალოპეციად, რომელიც პროვოცირებულია მემკვიდრეობითი მიდრეკილებით. ანდროგენების ჭარბი რაოდენობა, ანუ ჰიპერანდროგენიზმი, იწვევს თმის ფოლიკულის ზომის შემცირებას, რის გამოც თმა თხელდება, მცირდება და გარდაიქმნება ღინღლად
სისხლში ტესტოსტერონი გარდაიქმება დიჰიდროტესტოსტერონად, რის შემდეგაც იგი უკავშირდევა დერმალურ პაპილებს, რაც ააქტიურებს მის მიმართ მგრძნობიარე გენებს შუბლის და გვირგვინის ნაწილის ფოლიკულებში, რაც იწვევს თმის ცვენას და სიმელოტეს.
როგორ გამოვიყენოთ მინოქსიდილი?
მინოქსიდილის ხსნარის 1 მლ გამოიყენება დღეში 2-ჯერ, პრეპარატი გამოიყენება მშრალ თავზე და კანზე.
პიპეტკით ამოიღეთ 1 მლ და დაიწვეთეთ გაცვენილ ადგილებზე და თითების დახმარებით კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, 10 წუთში მთლიანად შეიწოვს კანი. ჩამობანა არ შეიძლება. გამოყენების პროცედურებს შორის დაიცავით მინიმუმ 8 საათიანი ინტერვალი. მინოქსიდილის გამოყენება ასევე შეგიძლიათ სპრეის სახით 7 შესხურება დღეში ორჯერ.
აუცილებელია მოკლედ შევიჭრათ ამ გადავიპარსოთ თმა ან წვერი მინოქსიდილის გამოყენებისას?
თმის და წვერის გადაპარსვა არა აუცილებელი, რადგან მინოქსიდილს არ ვისვამთ თმაზე ან წვერზე, მისი შეზელვა უნდა მოხდეს უშუალოდ კანის ზედაპირზე სადაც გცვივა თმა და გვსურს თმის ან წვერის ამოყვანა, გაშირება.
გარანტიას იძლევით რომ მკურნალობა ექფექტური იქნება და მივიღებ სასურველ შედეგს?
კვლევებზე დაყრდნობით მინოქსიდილმა გამოავლინა 90%-იანი ეფექტურობა რაც მიუთითებს რომ მამაკაცების 10% -ში მინოქსიდილით მკურნალობა არ იყო ეფექტური.
უნდა გავითვალისწინოთ რომ ნებისმიერი პრეპარატი მოქმედებს ინდივიდუალურად, ასევე არსებობს ბევრი ფაქტორი რაზეცაა დამოკიდებული შედეგი: გენეტიკა, სიმელოტის დონე, სიმელოტის სახეობა, კვება , სტრესი, ეკოლოგიური გარემო. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ გამოყენებას, ზუსტ დოზირებას და კურსის დასრულებას.
მინოქსიდილი ერთადერთი პრეპარატია მსოფლიოში რომელიც აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის მიერ (FDA) კლინიკური ცდებით დამტკიცებულია და აღიარებულია ეფექტური საშუალებად თმის ცვენის სამკურნალოდ.
რამდენ ხნიან გამოყენებას ყოფნის ერთი ფლაკონი მინოქსიდილი?
ერთი ფლაკონი ყოფნის დაახლოებით ერთ თვიან გამოყენებას
მთელი ცხოვრება უნდა ვიხმარო მინოქსიდილი?
მიღებული შედეგი რომ შევინარჩუნოთ, მკურნალობის კურსის დამთავრებისას აუცულებელია განვაგრძოთ მინოქსიდილის გამოყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მხოლოდ დღეში ერთხელ 40-45 წლამდე, ამ ასაკის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლებს დეჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნა და შესაბამისად მცირდება მისი ნეგატიური ზემოქმედება თმის ფოლიკულებზე.
წვეთები თუ სპრეი რომელი უფრო ეფექტურია?
მინოქსიდილის გამოყენება წვეთების სახით უფრო ეფექტურია რადგან ხდება უფრო ზუსტი დოზირება, საწვეთურით უფრო მარტივად შეგიძლიათ უშუალოდ თავის კანზე მინოქსიდილის ხსნარის გადანაწილება, რის შედეგადაც უფრო მეტი მონოქსიდილის ხსანრი შეიწოვება და შესაბამისად უფრო ეფეტურ და დროულ შედეგს იძლევა.
სპრეის გამოყენებისას რთულია ზუსტი თერაპიული დოზის დაცვა (1მლ). ხსნარის ნაწილი იფანტება და იკარგება ჰაერში ასევე რჩება თმებზე, უფრო რთულია მინოქსიდილის ხსნარის ლოკოლალიზირება თავის კანის ზედაპირზე, შედეგად იკლებს მინოქსიდილის ეფექტურობა.
რა შემთხვევაში გამოიყენება მინოქსიდილის ქაფი?
მინოქსიდილის ქაფი ინიშნება იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ძალიან ალერგიული და მგრძნობიარე კანი აქვს.
მომხმარებლების 2-3% ალერგიულია მინოქსიდილის გამხსნელის პროპილენგლიკოლის მიმართ, და ასევე ამ შემთხვევაში ინიშნება მინოქსიდილის ქაფი, რადგანაც არ შეიცავს ამ ნივთიერებას.