ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის Minoxidil.ge ვებგვერდის საშუალებით.
ინფორმაციის დაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს შპს მინოქსფარმის კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე (როგორიცაა ბანკები, საკრედიტო ორგანიზაციები და სხვა). ყველა სახის პირადი ინფორმაციის მოპოვება მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე ასევე არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.
„თქვენი ინფორმაცია“ შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:
პროდუქციის შეძენა და მიტანა დანიშნულების ადგილას.
არაპირდაპირი დაპირდაპირი რეკლამა
პროდუქციის საგარანტიო მომსახურება
თქვენ გაქვთ პირადი ჩანაწერებთან დაშვების უფლება. თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე minoxpharm@gmail.com აღნიშნული მომსახურებისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს გადასახდელი.
ინფორმაციის შეგროვება
ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინმომსახურების მიმღებად, ამავე დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს
და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.
ჩვენ ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ მცირე ზომის ფაილები, რომელიც ინახება მომხმარებლის მყარ დისკზე, როგორც მომსახურების შემადგენელი ნაწილი, რათა უზრუნველვყოთ კლიენტების შესახებ ინფორმაციის მიღება და კლიენტების დაცვა ონლაინრეჟიმში მათი ანგარიშების არასანქცირებული გამოყენებისაგან. ამასთან, ჩვენ არ ვიყენებთ კლიენტის კომპიუტერში არსებულ ფაილებს პირის მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგისათვის.